ისტორიაში მე-4 შედეგი | კვარაზე წინ მხოლოდ რონალდუ მესი და ბენზემა არიან
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინავს. მისი ჩემპიონთა ლიგური სტატისტიკა გამოსარჩევია.
ამ მომენტისთვის, ქართველ შემტევს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 10 გოლი აქვს გატანილი.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ხვიჩამ 10-დან 7 გოლი პლეი-ოფის სტადიაზე გაიტანა. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 საუკეთესო შედეგია.
ერთ კონკრეტულ სეზონში, პლეი-ოფის სტადიაზე კვარაზე მეტი გოლი მხოლოდ რონალდუს, ბენზემას და მესის აქვთ გატანილი.
2016/207 წლების სეზონში კრიშტიანუმ პლეი-ოფში 10 გოლი გაიტანა. 2011-2012 წლებში მესიმ 8-ჯერ გაისროლა. 2013/14 წლებში რონალდუმ ამავე რაოდენობის გოლები გაიტანა, ხოლო 21/22 წლების სეზონში კარიმ ბენზემამ მსგავსად კრიშტიანუსი 10 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნს დაუპირისპირდება და ამ სტატისტიკის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი აქვს.
View this post on Instagram