ლუის ენრიკე, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ნამდვილი მანქანაა | ენრიკემ ჰაკიმი შეაქო და მისი შემცვლელი დაასახელა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში პსჟ ლორიენს მიიღებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ზაირ-ემერის მიმართ აქვს ნდობა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ტრავმირებულ ჰაკიმს შეცვლის, 27 წლის მაროკოლოემა ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან ტრავმა მიიღო და მიუნხენში ვერ ითამაშებს.

ენრიკე: „რა უნდა ავხსნა? ჰაკიმის დონე? ის ძირითადის მოთამაშეა და მუდმივად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ნამდვილი მანქანაა, ეს დაუჯერებელია. მისი ყოლა სამი ფეხბურთელის ყოლას ჰგავს. სამწუხაროდ, ის მიუნხენში არ იქნება. თუმცა მშვიდად ვართ და გვიხარია, რომ გვაქვს სხვა შესაძლებლობებიც, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეების სახით. მის არყოფნასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ გავცემ.

ჩვენ ვაჩვენეთ გუნდის უნარი, გადალახოს ტრავმებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ გვყავს უორენ ზაირ-ემერი, რომელსაც უკვე უთამაშია მარჯვენა მცველად. ლუკას ერნანდესმა შეძლო თამაში, როდესაც ნუნუ მენდეში ტრავმირებული იყო. ტიტულების მოსაგებად გუნდია საჭირო. უორენს ყველა იცნობს და მოხარული ვარ, რომ ასეთი ტიპის ფეხბურთელები მყავს. ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმავე განზრახვით, რომ დარჩენილი ორი ტიტული მოვიგოთ.“

ბაიერნთან პირველი თამაშის წინ ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა, ლიგა 1-ში ანჟესთან არ ათამაშა. შესაძლოა, ესპანელმა მწვრთნელმა ქართველთან დაკავშირებით იგივე გადაწყვეტილება მიიღოს და ბაიერნთან უმნივნელოვანესი მატჩის წინ ლიგა 1-ში არ ათამაშოს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე პსჟ-მ შინ ბაიერნი 5:4 დაამარცხა. საპასუხო მატჩი შემდეგი კვირის ოთხშაბათის საღამოს გაიმართება, თუმცა მანამდე, შაბათს პსჟ ლორიენს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია