გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონის და მამარდას არყოფნაში | ვუდმენი საიმედო იყო და სლოტმა შეაქო

ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ლივერპულმა შინ კრისტალ პალასი 3:1 დაამარცხა. ალისონ ბეკერისა და გიორგი მამარდაშვილის არყოფნაში მერსისაიდელთა კარს ფრედი ვუდმენი იცავდა, ლივერპულის მესამე მეკარე საიმედო იყო, შეცდომა არ დაუშვია. პირველ ტაიმში კარი რეაქცია გამოავლინა, რთული დარტყმა მოიგერია და მისი ამ რეაქციის შემდეგ ლივერპულმა შეტევა დაიწყო, რომელიც ენდრიუ რობერტსონმა გოლით დაასრულა, ანგარიში 2:0 გახდა. 

მატჩის შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა: „მატჩის გარდამტეხი მომენტი, რა თქმა უნდა, ჩვენს მეორე გოლამდე არსებული ეპიზოდი იყო, როცა ფრედიმ ბურთი მოიგერია. სხვა შემთხვევაში ანგარიში 1-1 გახდებოდა, 10 წამში კი 2-0 გახდა. პრემიერ ლიგაში ახლა ასეთი მცირე სხვაობა წყვეტს ყველაფერს, დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო, მაშინ როცა ბევრჯერ პირიქით მომხდარა.“

მეორე ტაიმში ისმაილა სარის ვუდმენის პირისპირ გავიდა, მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა ამ მომენტში ტრავმა მიიღო, თამაშს გამოეთიშა, კარი ცარიელი დარჩა და კოლუმბიელმა დანიელ მუნიოსმა შეაგდო. ცხადია, გაშვებულ გოლში ვუდმენის ბრალეულობა არაა. ამ ეტაპზე მისი ტრავმის სიმძიმე უცნობია.

ფრედი ვუდმანი Sky Sports-თან საუბარში: "ეს ჩემთვის დაუჯერებელი მომენტი იყო. ამ კლუბს რომ შემოვუერთდი, არ მეგონა, პრემიერ ლიგის მატჩში ენფილდზე თუ ვითამაშებდი. 

დღემდე კრისტალ პალასის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მინდოდა გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი. ამისთვის ვემზადებოდი. როცა ტოპ ფეხბურთელების ზურგს უკან თამაშობ, ეს საქმეს ძალიან მიადვილებს."

ვუდმენი პალასის გოლამდე მიღებულ ტრავმაზე: "ბალახი ძალიან მშრალი იყო და მუხლი მიწაში ჩამერჭო. არ ვიცოდი, რა მექნა. საბოლოოდ, ამის გამო არ დავსჯილვართ და ეს 3 ქულა უმნიშვნელოვანესია."

კრისტალ პალასთან მატჩის წინ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა: „გიორგი ხვალ და მომდევნო კვირების განმავლობაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. ალისონი დაბრუნებასთან ახლოსაა. ვნახოთ, იქნება თუ არა ხვალინდელი დღე მისთვის ნაადრევი. ეს გვიტოვებს ფრედი ვუდმენის ვარიანტს, რომელიც ნამდვილად მზადყოფნაშია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა  | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია
ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია