პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ვენსან კომპანი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ურთიერთგაგება და სინქრონულობა - ბაიერნმა გენერალური რეპეტიცია გაიარა

ბაიერნმა ბუნდესლიგის 31-ე ტურში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა დ მაინცთან 0:3 ჩამორჩენა 4:3 გამარჯვებად აქცია. ვენსან კომპანის ახალგაზრდებზე გაკეთებულმა ექსპერიმენტმა პირველად ვერ გაამართლა, თუმცა მიუნხენელები არ დანებდნენ და თამაში შემოატრიალეს.

პსჟ-სთან მატჩის წინ, კომპანიმ შემადგენლობაში ექსპერიმენტები ჩაატარა და რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა შანსი. მათ შორის იყო 18 წლის ნახევარმცველი ბარა საპოკო, რომელმაც ძირითადში პირველად დაიწყო. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი შანსი „საჩუქარი“ არ არის და მოთამაშემ ის უნდა დაიმსახუროს.

თუმცა მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუჭირდათ. საპოკო ხშირად პრობლემებს აწყდებოდა მეტოქის პრესინგის წინააღმდეგ და შეცდომებიც დაუშვა, რაც ორ გოლზეც აისახა. საბოლოოდ, მისი შეცვლის შემდეგ, ბაიერნის თამაში უფრო დალაგდა და გუნდმა ქამბექი შეძლო.

მეორე ტაიმში გადამწყვეტი როლი შეასრულეს შეცვლაზე შემოსულმა ვარსკვლავებმა ოლისემ, კეინმა და მუსიალამ, რომელთა კომბინაციებმა თამაშის ბედი შეცვალა.

ცალკე აღსანიშნავია ნიკოლას ჯექსონი, რომელმაც ბოლო პერიოდში სტაბილური თამაში აჩვენა. მიუხედავად კრიტიკისა, მისი სტატისტიკა ნორმალურია — 29 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასი. „ბაიერნში“ ძირითადად სათადარიგო როლში მყოფი ფეხბურთელისთვის ეს საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელია.

მატჩის მეორე ნახევარში სწორედ ჯექსონის გოლმა დაუდო საფუძველი ქამბექს, ხოლო შემდეგ უკვე გუნდის ლიდერებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

სერჟ გნაბრის გრძელვადიანი ტრავმის ფონზე, ბაიერნის შეტევა ფაქტობრივად უკვე განსაზღვრულია დარჩენილი მატჩებისთვის. ცენტრალურ თავდამსხმელად ჰარი კეინი თამაშობს, ფლანგებზე კი — ლუის დიასი და ოლისე. „ათიანის“ პოზიციაზე, რომელიც ადრე გნაბრის ეკავა, ახლა აშკარა არჩევანია - ჯამალ მუსიალა.

23 წლის მუსიალა ნელ-ნელა უბრუნდება ფორმას მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და უკვე მაქსიმალურ მზადყოფნას უახლოვდება. ეს იდეალური დროა ბაიერნისთვის, რადგან გუნდს შეზღუდული რესურსი აქვს. ტრავმირებულები არიან.

ამ პირობებში მოედანზე ურთიერთგაგება და სინქრონულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ეს გამოიკვეთა „მაინცთან“ მატჩში — შესვენებაზე შემოსულმა ოლისემ, კეინმა და მუსიალამ სწრაფი კომბინაციებით, მოძრაობით და ტექნიკით მეტოქის დაცვა გაჭრეს და 0:3 ჩამორჩენა 4:3 გამარჯვებად აქციეს.


ეს თამაში შეიძლება იდეალური გენერალური რეპეტიცია იყოს მომავალი დაპირისპირებისთვის პარი სენ ჟერმენთან მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული გუნდი ბევრად ძლიერი მეტოქეა, ბაიერნის ამ სამეულის მოძრაობა და შეთამაშება პარიზელებისთვის სერიოზულ თავსატეხს შექმნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების დანიშვნა წინასწარ იგეგმებოდა? სერია A-ში ახალი სკანდალია
მსაჯების დანიშვნა წინასწარ იგეგმებოდა? სერია A-ში ახალი სკანდალია