ფერნანდეში: „რონალდუმ კარიერა მსოფლიო ჩემპიონობით უნდა დაასრულოს“
ბრუნო ფერნანდესმა უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს კრიშტიანუ რონალდუმ თავისი სანაკრებო კარიერა იდეალურად დაასრულოს — მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით, როგორც ეს 4 წლის წინ მესიმ შეძლო..
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული იქნებოდა, თუ პორტუგალია შეძლებს 41 წლის რონალდუსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას.
ბრუნო:
„ამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კრიშტიანუსთან ერთად საოცარი იქნებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება — არა მხოლოდ პორტუგალიისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც კრიშტიანუმ გააკეთა ფეხბურთისთვის და მსოფლიოსთვის,“
ცნობისთვის, რონალდუ კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც რეკორდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბურ დონეზე ყველაფერი აქვს მოგებული და პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთი მთავარი ტიტულია, რომელიც ჯერ არ მოუპოვებია.
თუ 2026 წელს პორტუგალია ჩემპიონი გახდება, რონალდუ გაუტოლდება მესის სანაკრებო მიღწევას — არგენტინელმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ფერნანდეში იმ მოთამაშეებს შორისაა, რომლებიც რონალდუს მხარდაჭერას შეძლებენ.
კრიშტიანუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე საუკეთესო ბომბარდირია - 143 გოლით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ კარიერას.
პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს 17 ივნისს დაიწყებს და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას დაუპირისპირდება, შემდეგ კი უზბეკეთსა და კოლუმბიას შეხვდება.