აზაროვს არ უთამაშია | შახტარმა ალკმაარი 3:0 დაამარცხა
უეფას კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარის“ მეტოქე „ალკმაარი“ გახლავთ. დონეცკელებმა პირველი შეხვედრა პოლონეთში გამართეს და 3:0 მოიგეს.
სამწუხაროდ, მთავარი მწვრთნელი, არდა თურანი აზაროვს არ ენდობა და სათამაშო დრო არც ამ შეხვედრაში მისცა. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, „შახტარმა“ სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ანგარიში პედრინიომ 72-ე წუთზე გახსნა, 81-ე და 83-ე წუთებზე კი ალისონმა დუბლი შეასრულა.
კონფერენს ლიგაზე მასპინძლების დღე იყო. „შახტარის“ გარდა, „მაინცმა“, „კრისტალ პალასმა“ და „რაიო ვალეკანომ“ მოიგეს. „რაიომ“ „აეკი“ 3:0 დაამარცხა. იმავე ანგარიშით იმარჯვა „კრისტალ პალასმა“ „ფიორენტინასთან“, ხოლო „მაინცმა“ „სტრასბურგს“ 2:0 მოუგო.
ევროპა ლიგაზე მხოლოდ ერთმა მასპინძელმა მოიგო — „ფრაიბურგმა“ „სელტა“ 3:0 დაამარცხა. „ასტონ ვილამ“ სტუმრად „ბოლონიას“ 3:1 აჯობა, ხოლო „პორტო“ „ნოტინგემისა“ და „ბრაგა“ „ბეტისის“ მატჩებში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა — 1:1.