უეფაში სარჩელი შეიტანეს | ბარსელონას ოფიციალური განცხადება
Aa
Aa

უეფაში სარჩელი შეიტანეს | ბარსელონას ოფიციალური განცხადება

„ბარსელონამ“ უეფაში სარჩელი შეიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ატლეტიკოსთან“ გამართულ მატჩს უკავშირდება. „ბლაუგრანა“ „როხიბლანკოსთან“ 0:2 დამარცხდა და კატალონიელები სამსაჯო ბრიგადის მუშაობით არიან უკმაყოფილო.

„ბარსელონა აცხადებს, რომ კლუბის იურიდიულმა დეპარტამენტმა დღეს ოფიციალური საჩივარი შეიტანა უეფაში ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალის პირველი მატჩში, ატლეტიკოს წინააღმდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. კლუბი მიიჩნევს, რომ მსაჯობა არ შეესაბამებოდა თანამედროვე წესებს და პირდაპირ იმოქმედა თამაშის მიმდინარეობასა და შედეგზე.

საჩივარი კონკრეტულ ეპიზოდს ეხება. მატჩის 54-ე წუთზე, თამაშის წესების დაცვით განახლების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში აიღო, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება, ასევე VAR-ის მხრიდან ჩაურევლობა, წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას. შესაბამისად, კლუბმა მოითხოვა გამოძიების დაწყება, მსაჯებს შორის გამართულ კომუნიკაციაზე წვდომის მოპოვება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცდომების ოფიციალურად აღიარება და შესაბამისი ზომების მიღება.

ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების მიერ მიღებულმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა უარყოფითად იმოქმედა გუნდზე, შექმნა ორმაგი სტანდარტი და ხელი შეუშალა თანაბარ კონკურენციას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ პირველი შეხვედრა მადრიდელებმა 2:0 მოიგეს. განმეორებით მატჩი „როხიბლანკოს“ საშინაო სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს უფროსები დამწყებ ბავშვებს ეთამაშებიან“ | დი კანიო კვარას გოლის ეპიზოდზე
„თითქოს უფროსები დამწყებ ბავშვებს ეთამაშებიან“ | დი კანიო კვარას გოლის ეპიზოდზე