ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეალური საფუძველი აქვთ, რომ მსოფლიოზე თამაშზე ოცნება გააგრძელონ“ | L'Equipe კვარაზე

ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. L’Equipe-ის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და სტატიის ავტორი, ლუკ ჰაგეგი, აცხადებს, რომ „კვარას“ ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.

„2024 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს ულიდერა და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც „ჯვაროსნებმა“ პლეიოფში ითამაშეს და მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან, დამარცხდნენ. ამ გამოცდილების შემდეგ, კვარას აუცილებლად ექნებოდა სურვილი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა.

ელეგანტურმა და დინამიკურმა გარემარბმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, და მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მიზანს ვერ მიაღწიეს. მათმა საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპის რთულ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ესპანეთსა და თურქეთს ჩამორჩა. იმის გათვალისწინებით, რომ კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და მის სამშობლოს სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს (მათ შორის გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ჩვენი სიმბოლური ნაკრების სათადარიგოთა სკამზეა), მას აქვს რეალური საფუძველი, რომ მსოფლიოზე თამაშზე ოცნება გააგრძელოს“, — წერს ფრანგული გამოცემა.

კვარაცხელიას გარდა, L’Equipe-ის სიმბოლურში მოხვდნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, მეტი კეში, ილია ზაბარნი, ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა, სანდრო ტონალი, დომინიკ სობოსლაი, რობერტ ლევანდოვსკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს შემცვლელად მოიაზრებენ“ - ფრანგული მედია წიტაიშვილზე წერს
„ზურიკოს შემცვლელად მოიაზრებენ“ - ფრანგული მედია წიტაიშვილზე წერს