კილიან მბაპე
Aa
Aa

L’Equipe: მბაპემ პერესს დაურეკა და უთხრა, რომ რეალის ექიმებთან მუშაობა აღარ სურს

კილიან მბაპე „რეალის“ ექიმებთან თანამშრომლობასა და გამოკვლევაზე უარს ამბობდა.

L’Équipe-ის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში დიაგნოზის მიღების შემდეგ, მბაპემ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დაურეკა და განაცხადა, რომ აღარ სურს კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და მხოლოდ კრისტოფ ბოდოსთან იმუშავებს, რომელთანაც „პარი სენ-ჟერმში“ თანამშრომლობდა.

როგორც ირკვევა, სწორედ ბოდომ განსაზღვრა ფრანგის მუხლის ტრავმის მკურნალობის ბოლო პროტოკოლი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ განაცხადა:

„დადის ხმები, რომ „რეალში“ არა ის მუხლი გამოიკვლიეს, რომელიც საჭირო იყო. გგონიათ, ეს სისულელეა? „მადრიდმა“ სამედიცინო შტაბი დაითხოვა. კილიანმა ყველაზე უარესს აარიდა თავი“.

ესპანელმა ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა (COPE) დაადასტურა, რომ მადრიდული კლუბის მედიკოსებმა ფორვარდს მარცხენის ნაცვლად მარჯვენა მუხლი გამოუკვლიეს.

მოგვიანებით კილიანმა ეს ინფორმაცია უარყო:

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეცდომით სხვა მუხლი გამომიკვლიეს, სიმართლეს არ შეესაბამება“.

თუმცა, მალევე რიოლომ ფეხბურთელის სიტყვებს უპასუხა:

„მან მოიტყუა, მე ამ ინფორმაციას 1000%-ით ვადასტურებ. მას არ სურს ზიანი მიაყენოს „რეალს“, რომელიც ამ სიტუაციაში სასაცილოდ გამოიყურება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები