ატლეტიკო, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

მომავალი სეზონიდან - გრიზმანი ორლანდო სიტიში ითამაშებს

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ანტუან გრიზმანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოს დატოვებს. ვეტერანი ფრანგი კარიერას MLS-ში, კონკრეტულად კი ორლანდოში გააგრძელებს.

როგორც MARCA წერდა, ანტუანმა სანაკრებო პაუზა გამოიყენა, რათა ამერიკულ კლუბთან შეთანხმება საბოლოოდ დაესრულებინა. მადრიდული დერბის შემდეგ „ბერნაბეუზე“, კლუბის ნებართვით, ის აშშ-ში გაემგზავრა და მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

„ორლანდო სიტის“ განცხადებით, გრიზმანი გუნდს 2026 წლის ივლისში შეუერთდება. მისი კონტრაქტი 2027/28 სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი, დამატებით კი 2028/29 წლების სეზონზე გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნება.

ამით დასრულდება ფრანგი ფეხბურთელის ათწლიანი ისტორია „ატლეტიკოში“, რომელიც ორ ხუთწლიან პერიოდად იყოფა. ახლა გრიზმანი გუნდს დაუბრუნდება, რათა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე დაეხმაროს და მადრიდული კარიერა ღირსეულად დაასრულოს.

მისი მთავარი მიზანი „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გრიზმანის ტრანსფერი ასევე შეესაბამება იმ შეთანხმებას, რომელიც მან გასულ ზაფხულს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებისას დადო — მაშინ მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს, რომ ფეხბურთელი მომავალში კლუბს დატოვებდა, ხელფასის გადავადების მექანიზმით.

გრიზმანი „ატლეტიკოს“ 2014 წლის ივლისში, „რეალ სოსიედადიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა — 211 გოლით ლუის არაგონესს გადაასწრო(173 გოლი).

ასევე, 488 ჩატარებული მატჩით, გრიზმანი კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე მეტი შეხვედრის მქონე ფეხბურთელია.

ახლა კი ფრანგი ვარსკვლავი ახალ გამოწვევას იწყებს — MLS-ში, სადაც კარიერის ახალი ეტაპი ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მგონია ლივერპულმა ეს გააკეთოს“ - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაზე
„არ მგონია ლივერპულმა ეს გააკეთოს“ - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაზე