ლევერკუზენი, ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ბუდუს 90 წუთი - ჰაიდენჰაიმის ფრე ლევერკუზენთან

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ჰაიდენჰაიმმა ლევერკუზენს უმასპინძლა და ქულები დააკარგვინა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ფეხბურთელს აქტიური მატჩი არ ჰქონდა. ჯვაროსნების თავდამსხმელმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მისი დარტყმული მეკარემ მარტივად დაიჭირა ხელში.

ლევერკუზენის მხრიდან გოლები,  მილმანმა და შიკმა(2) გაიტანეს. ჰაიდენჰაიმის მხრიდან კი ბეჰრენსმა და პირინგერმა(2).

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ზივზივაძის გუნდი გლადბახს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა