ლიანა ჯოჯუა
Aa
Aa

Karate Combat 60: ლიანა ჯოჯუას ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა

MMA-ს ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა 27 მარტს ეკატერინბურგში, Karate Combat 60 ტურნირზე გამოვა, მისი მეტოქე კი რუსი დიანა პოგოსიანი იქნება.

ქალთა ორთაბრძოლა ღონისძიების ორგანიზატორებმა ოფიციალურად დააანონსეს.

2021 წელს UFC-დან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ წამოსვლის შემდეგ, ლიანა ჯოჯუამ ორი ბრძოლა ჩაატარა: Ares FC-ის ეგიდით მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო შეხვედრა რუს დარია ჟელეზნიაკოვასთან, თბილისში გამართულ GFC 29 ტურნირზე კი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბრაზილიელი ჟაკლინ ფერეირა.

რაც შეეხება დიანა პოგოსიანს, ის MMA-ში რუსეთის ჩემპიონია, პანკრატიონში მოსკოვის თასის ორგზის გამარჯვებულია და მის აქტივში შერეულ ორთაბრძოლებში სამი პროფესიონალური გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები