გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ბრძოლას გავაგრძელებთ“ - წიტაიშვილი მეცის ლიგა 1-ში დარჩენაზე

ლიგა 1-ის 27-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცი“ სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე მყოფ „რენს“ ესტუმრება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მეცის“ მწვრთნელ ბენუა ტავენოსთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც იყო, რომელმაც გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.

„ტულუზასთან“ მატჩში ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში დავმარცხდით, ვაჩვენეთ, რომ არასოდეს ვნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.

იმედია, შევძლებთ არსებული ტენდენციის შეცვლას. ყველას გვჯერა ამის. ყველა ფეხბურთელი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და მზადაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გაიღოს“.

ცნობისთვის, „მეცი“ 13 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და „ნანტს“ 4 ქულით, „ოსერს“ კი 6 ქულით ჩამორჩება. „ნანტს“ უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, იმასაც, რომ მეცი-რენის მატჩი 22 მარტსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ქომაგები ენერგიას მაძლევენ“ | გოგლიჩიძის ინტერვიუ
„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ქომაგები ენერგიას მაძლევენ“ | გოგლიჩიძის ინტერვიუ