ნიუკასლი განადგურებულია - ბარსელონა მეოთხედფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონამ ნიუკასლს უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.
პირველი ტაიმი შედარებით დაძაბული გამოდგა. კაჭკაჭების რბევა მე-6 წუთზე რაფინიამ დაიწყო, თუმცა ელანგამ სულ მალე წონასწორობა აღადგინა. გაშვებული გოლიდან 3 წუთის შემდეგ, ბერნალმა ბარსელონა დააწინაურა. 10 წუთში კი ელანგამ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
ტაიმის მიწურულს ნიუკასლის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად იამალმა აქცია. მეორე ნახევარში მთლიანად ჰანსი ფლიკის გუნდი დომინირებდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
მე-4 გოლი ფერმინის ანგარიშზეა. ამის შემდეგ, ლევანდოვსკის ჯერი დადაგა. ვეტერანმა პოლონელმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო გოლი ინგლისური გუნდის კარში კვლავ რაფინიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტოტენჰემსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.