„ფეხბურთში ემოციებს კლავს“ - აზარი VAR-ის გაუქმების მომხრეა
ბელგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ ვიდეორეფერის სისტემის გაუქმება ფეხბურთს ემოციებს დაუბრუნებდა. ამის შესახებ ბელგიელმა RTBF-თან ინტერვიუში განაცხადა.
„VAR-ი ფეხბურთში ემოციებს კლავს, პრობლემები კი, რომელიც ადრე იყო, არსად გამქრალა. უსამართლობას ფეხბურთში თავისი ხიბლი აქვს, თუმცა როდესაც შენი გუნდი ზარალდება, ამის მიღება რთულია.
ჩემი ძმის, ტორგანის თამაშს ვუყურებდი და „ლევენის“ ფეხბურთელმა ეფექტური გოლი გაიტანა, 5 წუთი ელოდებოდა, ჩათვლიან თუ არა გოლს... და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნა გატანილი ბურთი. ეს ძალიან ცუდია. ჩემი ნება რომ იყოს, VAR-ს გავაუქმებდი“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გენერალურ ასამბლეაზე ფეხბურთის წესებში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.
ახალი ცვლილებების თანახმად, ვიდეორეფერი ახლა უკვე მეორე ყვითელი ბარათებისა და კუთხურების ეპიზოდებში ჩარევას შეძლებს.