ჩარლზ ოლივეირა, კონორ მაკგრეგორი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

მგონი, ჩემთან ბრძოლა ჩემზე მეტად უნდა | ოლივეირას მაკგრეგორზე ჰკითხეს

BMF-ის ქამარზე ჩარლზ ოლივეირამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. ბრაზილიელი დიდ უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებულად, ყოველგვარი კითხვების გარეშე გაიმარჯვა.

ESPN MMA-ს ჟურნალისტის კითხვა: ზოგჯერ, იცით, კონორ მაკგრეგორზე გეკითხებით ხოლმე, რაც არ ხდება, თუმცა ახლა ისეთი სიტუაცია ჩანს, თითქოს ეს შესაძლებელია. საერთოდ გაქვთ ეს ფიქრებში? ფიქრობთ ამაზე? როგორია თქვენი რეაქცია თუნდაც მხოლოდ კონორ მაკგრეგორის სახელზე, როდესაც ის BMF-ის ტიტულს 170 ფუნტში ახსენებს? არის ეს თქვენს გეგმებში ასეთ საღამოს?

ჩარლზ ოლივეირას პასუხი: მართლა? მე ტიტული მოვიგე. მსუბუქი წონის ქამარი მინდა და აი, რა მსურს: მოუსმინეთ, მე გავაკეთე ის, რაც საჭირო იყო. მივაღწიე ამას. ეს არის ის, რაც მინდა გავაკეთო. ხალხსაც ამას ვეუბნები. დიეგო, დაე, დიეგომ მოაგვაროს ეს, კარგი? მაგრამ თუ ეს იქნება რაღაცისთვის ან შესაძლოა ფულისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მგონი, ახლა მას ეს ჩემზე მეტად უნდა, არა?

ოლივეირა დიეგო ლიმას გულისხმობს. მიანიშნებს, რომ სპორტულ და ტექნიკურ მხარეებს, მათ შორის მოლაპარაკებებსა და მეტოქის შერჩევას, მის ნაცვლად მისი მწვრთნელი და მენეჯერი, დიეგო ლიმა აგვარებს.

ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლივეირას დენ ჰუკერზეც ჰკითხეს: დენ ჰუკერმაც ბევრი რამ თქვა, რისი კამერის წინ გამეორებაც არ შემიძლია. უნდა გკითხოთ, რა პრობლემა გაქვთ დენთან? რადგან ისე ჩანდა, თითქოს ბრძოლამდე მასზე სათქმელი არაფერი კარგი არ გქონდათ.

ჩარლზ ოლივეირა: მგონია, რომ დენ ჰუკერი ჩემზეა შეყვარებული. მართლა ასე ვფიქრობ. ის სულ ჩემზეა ფოკუსირებული, X-ში მუდმივად ჩემზე წერს, ჩემს შესახებ ეძებს ინფორმაციას და სულ ჩემს გარშემო დაძვრება (ჩემს საქმეებში ყოფს ცხვირს). რატომ არ კონცენტრირდები შენს კარიერაზე? ბრძოლაზე რომ ფოკუსირდეს, კარგი იქნებოდა. ასე რომ, ალბათ, მას ბრძოლაზე კონცენტრირება სჭირდება და, არ ვიცი, მას უბრალოდ უნდა... (წინადადებას წყვეტს).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC Freedom 250 | ილია თოფურია ბრუნდება და თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბებს
UFC Freedom 250 | ილია თოფურია ბრუნდება და თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბებს