კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - შტურმი ცხრილში გალიდერდა
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ქართველების შტურმი საკუთარ მოედანზე „ალტახს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი იყო. „შტურმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოედანზე 77 წუთი გაატარა და 78-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ის გიზი მამაგეიშვილით შეცვალა, რომელიც მოედანზე შეხვედრის ბოლომდე დარჩა. ქართველ ფეხბურთელებს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონიათ.
ოთარ კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 58 შეხება, 35-დან 26 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 გრძელი პასი, 1 ართმევა, 13-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 4-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 არაზუსტი დარტყმა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.
რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, 23 წლის ნახევარმცველი ბურთს 8-ჯერ შეეხო, 3-დან 2 ზუსტი პასი გააკეთა და 4-დან 2 ზუსტი ჩაწოდება ჰქონდა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.
22 ტურის შემდეგ, „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგი ტურიდან ავსტრიაში უკვე საჩემპიონო ცხრილი გაკეთდება და გრაცელების მომდევნო მეტოქეც მალე გაირკვევა. ჩემპიონობისთვის + გუნდი იბრძოლებს - შტურმი, ზალცბურგი, ლასკ-ი, ვენის აუსტრია, რაპიდი, ჰარტბერგი.