ლევან ყენია
Aa
Aa

„სავარჯიშოდ 30 ფეხბურთელი მიჰყავდა და უკან 15 ბრუნდებოდა“ - ყენია მაგათის მეთოდებს იხსენებს

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ Crystalsport-ის Youtube-არხზე, პროექტ „მეფესავით პოდკასტი“-ში სტუმრობისას „შალკეში“ ფელიქს მაგათთან ყოფნის პერიოდი გაიხსენა და გერმანელი მწვრთნელის სამწვრთნელო მეთოდებზე ისაუბრა.

რას ამბობს ყენია:

ფელიქს მაგათი? ერთხელ, 2008 წელი იყო, კიბეებზე გვავარჯიშებდა. ავდიოდით და ჩავდიოდით დაუსრულებლად, სანამ ბოდიში და „გული არ აგერეოდა“. 30, თუ 35 ფეხბურთელი ჰყავდა და ვინც გადარჩებოდა, ასე რომ ვთქვათ - ის ითამაშებდა. ვინც გადარჩებოდა, იმ წელს მართლა სასწაული ფიტნესი ჰქონდა. მეც, შეკრება რომ გავიარე, პირველი ორი თვის განმავლობაში შემეძლო, რომ თამაშის შემდეგ, კიდევ ერთი მატჩი მეთამაშა. უბრალოდ, ამდენ დატვირთვას ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ყველაზე სუსტი წერტილი სადაც მქონდა, კონკრეტულად - კოჭი მიბრუნდებოდა-ხოლმე, იქ დამაწვა. შემდეგ დაღლილზე კონცენტრაცია იკლებდა, ისეთი სწრაფი აღარ ვიყავი, ვარჯიშზე ცუდად ჩამყვა და ბოლო წვეთი ეგ იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ტყეში სარბენად 30 კაცი გავდიოდით და უკან 15 კაცი ბრუნდებოდა.

ჩემს ტრავმებში რაღაც პროცენტი ბრალეულობა ყველას მიუძღვის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მწვრთნელის პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ყველაფერს მაგას ვერ დავაბრალებ. უბრალოდ, ის იყო, რომ რეაბილიტაცია ძალიან სწრაფად გავიარე,  ტრავმიდან დაბრუნებულმა სწრაფად დავიწყე, მაგრამ რა თქმა უნდა, გერმანიაში დღის ბოლოს ასე ამბობენ ხოლმე - „ჩემს თავს ხდება ყველაფერი და არა სხვის თავს“. ამიტომ, მე ვარ პასუხისმგებელი. ერთი სიტყვით, გამოცდილება არ მეყო, რომ ტრავმა ბოლომდე მომერჩინა, რაღაც-რაღაცებზე უარი მეთქვა, თავი შემეკავებინა და ერთი სიტყვით, მაგას ვაბრალებ. მაგრამ, რაც იყო, იყო. ჩაიარა და ვცდილობ, მაგაზე აღარ ვიფიქრო, რადგან ამ ყველაფერმა საკმარისი დრო, ენერგია და ნერვები წაიღო.

სრული გადაცემა:

Youtube video poster

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - შტურმი ცხრილში გალიდერდა
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - შტურმი ცხრილში გალიდერდა