WU17 - საქართველოს გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა
Aa
Aa

WU17 - საქართველოს გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მესამე ტურში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა - მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

28-ე წუთზე ლუქსემბურგელთა საჯარიმოში მცველმა ლიზი კაკულია წააქცია, რისთვისაც საქართველოს ნაკრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა ელენე ბოლქვაძეს ნურია და კოსტამ კუთხე გამოუცნო და 11-მეტრიანი მოიგერია.

შემადგენლობა: ჯაიანი, ბოლქვაძე, კაკულია, ვეკუა (მანაგაძე, 88), დოლიშვილი, გრიგალაშვილი (მასხარაშვილი, 88), ჩხეტიანი, დავითულიანი, ბუჩუკური, ბერიძე (ჯოჯუა, 61), ბოლოთაშვილი. 

სათადარიგოები: ბონდარევა, ნადარაია, გოდერიძე.

ამგვარად, 3 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: ჩრდ. ირლანდია - 9 ქულა, ჩრდ. მაკედონია - 6 ქულა, საქართველო - 1 ქულა, ლუქსემბურგი - 1 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა