Aa
Aa

"ქედი მოიხარეთ ყაზაიშვილის წინაშე"! "სან ხოსე" ვაკოს გოლს გამოეხმაურა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მარტის ორივე ამხანაგური მატჩი ჯამში 6:0 მოიგო.

ესტონეთთან გუშინდელ შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის საოცარმა გოლმა ფეხბურთის ქომაგებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ეს ფაქტი არ გამორჩენია ყაზაიშვილის კლუბს ამერიკულ "სან ხოსეს". გუნდის ოფიციალურმა twitter-ის გვერდმა შემდეგი პოსტი გამოქვეყნა: "ღმერთო ჩემო. ქედი მოიხარეთ ყაზაიშვილის წინაშე"!

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი "სან ხოსეს" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

MLS-ის ჩემპიონატი სულ ორი ტურია რაც დაიწყო და სეზონის სტარტი ვაკოს შესანიშნავი გამოუვიდა - 2 შეხვედრა, 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები