იური ტაბატაძე
Aa
Aa

„კადისს ტაბატაძე ძალიან აკლია“ | რას წერს ესპანური AS

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ AS-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იური ტაბატაძეზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი „კადისს“ ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება და AS-ის შეფასებით, მისი არყოფნა გუნდს სერიოზულად ეტყობა.

„კადისი კრიზისში იმყოფება და ნელ-ნელა ვითარება უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია გატანილი გოლების მხრივ. გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი ბურთი გაიტანა, ხოლო ალმერიასთან და გრანადასთან მატჩებში მეტოქეთა კარის წინ დაშვებული შეცდომები კადისს ძვირად დაუჯდა.

სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ გაისკა გარიტანოს ბოიან კოვაჩევიჩი და იური ტაბატაძე აკლია. ტაბატაძე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი არ იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან დიდი გავლენა ჰქონდა და ხშირად ცვლიდა მატჩის სცენარს. შედეგად, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ფეხბურთელმა დიდხნიანი ოცნება აიხდინა.

კადისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაეფექტიანი სათადარიგოთა სკამია. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები გუნდს ვერ ეხმარებიან, მაშინ როცა ტაბატაძე, ტრავმის მიღებამდე, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო და გოლები ალბასეტეს, დეპორტივოსა და ხიხონს გაუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა იანვრის შუა რიცხვებში მიიღო, ის ახლაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია — ექვსი გატანილი გოლით. სწორედ ამიტომ აკლია გუნდს ქართველი გარემარბის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კადისი ჩემპიონატში კარში დარტყმების რაოდენობით (221) მეექვსე ადგილზეა, გუნდს სერიოზული რეალიზაციის პრობლემა აქვს. ტაბატაძე კი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც, გარემოებების მიუხედავად, ყოველთვის გოლზე იყო ორიენტირებული და ზუსტი მიზნით გამოირჩეოდა,“ — წერს AS.

ცნობისთვის, იანვრის ბოლოს ტაბატაძეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგისა და მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მიმდინარე სეზონში ის „კადისს“ ვეღარ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება“ - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
„იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება“ - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა