ბოდო/გლიმტი
Aa
Aa

ნორვეგიული სასწაული | საოცარი ფაქტები ბოდო/გლიმტის სენსაციიდან

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ბოდო/გლიმტმა“ ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა — ნორვეგიულმა კლუბმა გასული სეზონის ფინალისტი, „ინტერი“, ორივე შეხვედრაში დაამარცხა. სკანდინავიელებმა საკუთარ მოედანზე 3:1 იმარჯვეს, სტუმრად კი 2:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„ბოდო/გლიმტმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“, „ატლეტიკო“ და „ინტერი“ (ორჯერ). იმის ალბათობა, რომ ნორვეგიული კლუბი ოთხივე შეხვედრას მოიგებდა, მხოლოდ 0.032% იყო.

Transfermarkt-ის მონაცემებით, „ინტერის“ ფეხბურთელთა საერთო საბაზრო ღირებულება „ბოდო/გლიმტისას“ 610 მილიონი ევროთი აღემატება. ნორვეგიული კლუბის შემადგენლობა 57 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო „ნერაძურის“ — 667 მილიონად. ლაუტარო მარტინესი, ალესანდრო ბასტონი, მარკუს ტურამი და ნიკოლო ბარელა — თითოეული მათგანი ინდივიდუალურად უფრო ძვირია, ვიდრე მთლიანად „ბოდო/გლიმტის“ გუნდი.

სეზონში, როდესაც „ბოდო/გლიმტმა“ ევროპულ ასპარეზზე ასეთ წარმატებას მიაღწია, ის ნორვეგიის ჩემპიონიც კი არ არის. გასული ჩემპიონატი გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და „ვიკინგს“ ჩამორჩა. შესაბამისად, მომდევნო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელები მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან და არა ჩემპიონთა გზის პლეიოფიდან.

მიმდინარე გათამაშებაში „ბოდო/გლიმტმა“ უკვე 52.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მოსალოდნელია, რომ მათი საერთო შემოსავალი 70 მილიონს გადააჭარბებს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე კლუბმა გასულ სეზონში მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის 5 ტურის შემდეგ „ბოდო/გლიმტს“ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა და Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, პლეიოფში გასვლის შანსი 1.5% იყო. ამ ეტაპზე კი 1%-ად ფასდება იმის ალბათობა, რომ ნორვეგიული სენსაცია ფინალშიც გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული მენტალიტეტი და პროგრესი | Le Parisien-ის სტატია კვარაზე და ინტერვიუ უებთან
ქართული მენტალიტეტი და პროგრესი | Le Parisien-ის სტატია კვარაზე და ინტერვიუ უებთან