მატჩის დროს ხორვატი ფეხბურთელი მოედანზე დაეცა და გარდაიცვალა
მომდევნო ტრაგედია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - 25 წლის ხორვატი ფეხბურთელი ბრუნო ბობანი "მარსონიასა" და "პორჟეგას" მატჩის მსველელობისას მოედანზე დაეცა და გარდაიცვალა.
როგორც კი ბობანი მოედანზე დაეცა სასწრაფო დახმარება იმწამსვე გამოიძახეს, ექიმებმა ის მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს, თუმცა ამის შემდეგ ფეხბურთელი გარდაიცვალა.

ბრუნო ბობანი ადრე "ზაგრების" ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი ძირითადად ხორვატიის ქვედა ლიგებში ასპარეზობდა.
დღევანდელმა ტრაგედიამ მთელი ხორვატია შეძრა. მომდევნო ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.
როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთში გულის შეტევით გარდაცვალება საკმაოდ დიდი პრობლემაა და მას უამრავი მოთამაშე შეეწირა.