გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

საუკეთესო მიქაუტაძე ჯერ არ გვინახავს | მარსელინოს ქართველის ეიმედება

ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა ხეტაფესთან მატჩის წინ გუნდის ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

„ყველა თავდამსხმელი მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ლა ლიგაში გადმოდის, უწევს ყველაფერთან ადაპტაცია: ენასთან, კულტურასთან, გუნდთან... და როცა ახალგაზრდა ხარ, ეს კიდევ უფრო რთულია. გასულ წელს ის არც ლიონში იყო სასტარტო შემადგენლობის უცვლელი მოთამაშე. შეუძლია განვითარება? დიახ. ექნება თუ არა მეტი სათამაშო დრო? დიახ, ექნება. შეუძლია მეტი სარგებლის მოტანა? დიახ. სწორედ ამის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ტრავმები არ შეაწუხებს და სეზონის ამ დასკვნით ეტაპზე გუნდს მეტად დაეხმარება. ვფიქრობ, საუკეთესო მიქაუტაძე ჯერ კიდევ არ გვინახავს.“

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ვილიარეალის“ რიგებში სტაბილურად ასპარეზობს. ქართველი თავდამსხმელის მონაგარი ტურნირების მიხედვით ასეთია:

  • ლა ლიგა: 17 მატჩი, 6 გოლი და 4 ასისტი (10 საგოლე მოქმედება 17 შეხვედრაში ძალიან კარგი შედეგია). განსაკუთრებით აღსანიშნავია წინა ტური, სადაც გუნდმა შინ ესპანიოლი 4:1 დაამარცხა, მიქაუტაძემ კი თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

  • ჩემპიონთა ლიგა: 7 მატჩი, 1 გოლი (ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ).

  • ესპანეთის თასი: 3 მატჩი, 1 გოლი.

საერთო ჯამში: ამ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 27 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 12 საგოლე მოქმედებით (8 გოლი და 4 საგოლე პასი) დაეხმარა.

ლა ლიგის 24-ე ტურში ხეტაფე - ვილიარეალის მატჩი 14 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა
სანიოლი: ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა