დავით სხირტლაძე
Aa
Aa

სხირტლაძის ახალი კლუბი ცნობილია | ქართველი ფორვარდი სლოვაკეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთში, რანგით მეორე ლიგის პოჰრონიეში გააგრძელებს. პოჰრონიე მესამე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.

32 წლის ფეხბურთელი პოჰრონიეში სააგენტო BeproGeo-ს დახმარებით გადავიდა. ამ ზამთარში აღნიშნულმა სააგენტომ სლოვაკეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლუკა სილაგაძე გადაიყვანა, 26 წლის გარემარბი უმაღლესი ლიგის პოდბრეზოვაში ჩაირიცხა.

სხირტლაძემ კარიერის საუკეთესო პერიოდი დანიაში გაატარა, ორჰუსისა და სილკებორგის შემადგენლობაში დანიის უმაღლეს ლიგაში 102 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა. მას ასევე უთამაშია სპარტაკ ტრნავაში (უმაღლესი ლიგა), ლატვიურ რიგაში (უმაღლესი ლიგა), პოლონურ არკაში (უმაღლესი ლიგა), ვიბორგში (დანიის რანგით მეორე ლიგა), დინამო თბილისში, თურქულ ქოჯაელსა (რანგით მეორე ლიგა) და იბერიაში. 

საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში რეგულარულად თამაშობდა. 2016-17 წლებში ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდა, სხირტლაძემ ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.

ფოტოზე დავით სხირტლაძე BeproGeo-ს მენეჯერ გოჩა ჭანიასთან ერთად

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები