გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მომაკვდინებელი მიქაუტაძე“ | რას წერენ Sport, AS და El Desmarque ქართველ ფეხბურთელზე

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ესპანიოლი“ გაანადგურა. ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა — 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. მიქაუტაძის კარგი თამაში ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დარჩენია.

Sport: „პეპეს მსგავსად, მიქაუტაძეც ბევრად ფოკუსირებული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა გამოაჩინა ცხრიანისთვის საჭირო უნარები ეპიზოდში, რომლის დაგვირგვინებაც შედარებით რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.“

El Desmarque: „ბევრი მომენტი არ ექმნება, მაგრამ როდესაც ასეთი შანსი ეძლევა, მომაკვდინებელია. პირველი გოლისას მისი დარტყმა აუღებელი იყო. საგოლე გადაცემაც მიითვალა და მისი თანაგუნდელები ოდნავ უფრო ზუსტი რომ ყოფილიყვნენ, კიდევ ერთი ან ორი ასისტი ექნებოდა.“

AS: „გამოჩნდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მისმა გოლმა ანგარიში გახსნა და მეტის გატანაც შეეძლო. მიქაუტაძე საკვანძო ფეხბურთელი უნდა იყოს — ის უკეთესად თამაშობს.“

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით „ვილიარეალმა“ ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მიქაუტაძის ანგარიშზე კი ლა ლიგაში უკვე 10 საგოლე მოქმედებაა — 6 გოლი და 4 ასისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურიას შვილი და ყოფილი ცოლი ესპანეთში რჩებიან - ახალი დეტალები
ილია თოფურიას შვილი და ყოფილი ცოლი ესპანეთში რჩებიან - ახალი დეტალები