სანტი კასორლა
Aa
Aa

„პრემიერ ლიგას სინათლეს წლებით ჩამოვრჩებით“ | კასორლამ ლა ლიგა გააკრიტიკა

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ოვიედოს“ „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე მატჩი გადაიდო, რადგან მადრიდში მდებარე „რაიო ვალეკანოს“ საშინაო სტადიონზე შეუსაბამო სათამაშო პირობები იყო.

„ოვიედო“ ქალაქ ოვიედოდან მადრიდში ტყუილად ჩავიდა (448 კმ გაიარეს) და კლუბის ხელმძღვანელები ლა ლიგისა და „რაიო ვალეკანოს“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებით განრისხებული დარჩნენ. „ოვიედოს“ პრეზიდენტმა, მარტინ პალაესმა, მოითხოვა, მის გუნდს სამი ქულა ჩაუწერონ და შეხვედრის სხვა დროს ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სანტი კასორლამაც დააფიქსირა. „ოვიედოს“ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „რეალობა ისაა, რომ ლა ლიგა პრემიერ ლიგას ყველა ასპექტში სინათლის წლებით ჩამორჩება.“

AS-ის ინფორმაციით, „ოვიედომ“ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ლა ლიგა ამ საკითხზე ვერდიქტს უახლოეს პერიოდში გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კასორლა ლა ლიგას აკრიტიკებს. წარსულში სანტი კალენდრით იყო უკმაყოფილო და აცხადებდა, რომ „ოვიედოს“ ყველა მატჩს ადგილობრივი დროით დღის 14:00 საათზე უნიშნავდნენ. „ოვიედო“ 16 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და მე-17 ადგილზე მყოფ „ვალენსიას“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძველებური ბრწყინვალება და თავდადება - კვარას თამაშის შეფასება
ძველებური ბრწყინვალება და თავდადება - კვარას თამაშის შეფასება