ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, ჩიკაგო ბულზი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 17 ქულა | ტორონტომ ჩიკაგოს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 123-107 მოუგო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი ასეთი იყო: 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა და დაფარება. ამასთან, სანდრომ ოთხი სამქულიანი, ერთი ორქულიანი და სამი საჯარიმო გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 31 მოგებითა და 22 წაგებით, „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. გეტყვით ასევე, რომ მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს და ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
181-ე სამმაგი დუბლი | იოკიჩი რობერტსონს დაეწია
181-ე სამმაგი დუბლი | იოკიჩი რობერტსონს დაეწია