ფლორენტინო პერესი, ჯუდ ბელინგემი, ალვარო არბელოა, არდა გიულერი
Aa
Aa

Cadena SER: ეს არბელოას ეფექტი არ არის, პერესის ეფექტია

„რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსო თანამდებობიდან დაითხოვეს, გუნდის რამდენიმე მოთამაშესთან ისაუბრა.

Cadena SER-ი წერს, რომ ეს საუბარი პერსონალური იყო და დონ ფლორენტინო მოთამაშეებს ერთი-ერთზე ხვდებოდა.

„მე ვხედავ ცვლილებებს უფრო მაღალ (ვიდრე სამწვრთნელო) დონეზე. ზუსტად ვიცი, რომ რეალის პრეზიდენტი პირადად ესაუბრა რამდენიმე მოთამაშეს და მათ საქმისადმი დამოკიდებულების შეცვლა სთხოვა. მაგალითად, ბელინგემს.

თუმცა, საუბარი მხოლოდ ინგლისელს არ ეხებოდა. მასტანტუონო ისე აღარ გამოიყურება, როგორც სეზონის დასაწყისში. გიულერი ისე ათამაშდა, როგორც ტრანსფერისას გვპირდებოდნენ. ვალვერდე და კამავინგა, რომლებიც საჯაროდ ჩიოდნენ განაპირა მცველებად თამაშის გამო, ახლა ამას უკვე უპრეტენზიოდ აკეთებენ...

ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ნავარაუდები „არბელოას ეფექტი“ სინამდვილეში „ფლორენტინოს ეფექტი“ იყოს“,

- განაცხადა Cadena SER-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა, ფრანსისკო ხოსე დელგადომ.

მსგავსი სიახლეები