ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

ბარსელონამ და ფერმინ ლოპესმა ახალი კონტრაქტი შეათანხმეს | რომანო

„ბარსელონამ“ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესთან ახალი შრომითი ხელშეკრულების პირობები ზეპირსიტყვიერად შეათანხმა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს მონაცემებით, კლუბთან მოთამაშის ახალი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. აგვისტოში ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის დატოვებაზე უარი თქვა. მისი ხელფასი ახალი ხელშეკრულების მიხედვით ორჯერ გაიზრდება.

La Vanguardia ამატებს, რომ ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხაც ასევე ორჯერ გაიზრდება. „ბლაუგრანა“ ლოპესთან ახალი შეთანხმების დადების შესახებ 28 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გამოაცხადებს, სადაც გუნდი „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.

ფერმინ ლოპესი „ბარსელონას“ აღზრდილია. კატალონიურ კლუბში ის 13 წლის ასაკში, „ბეტისის“ აკადემიიდან გადავიდა.

22 წლის ესპანელთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე ლოპესის საბაზარო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: მანჩესტერ იუნაიტედში მაგია დაბრუნდა
ნევილი: მანჩესტერ იუნაიტედში მაგია დაბრუნდა