ალვარო არბელოა
Aa
Aa

მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, რეალში ატმოსფერო გაუმჯობესდა| The Athletic

 „რეალში“ ატმოსფერო მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ჩაბი ალონსომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად ალვარო არბელოა დაინიშნა.

შაბათს მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგის 21-ე ტურში „ვილიარეალი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამ თამაშის წინ, ალონსოს ყოფილი შტაბის წყაროებმა The Athletic-ს განუცხადეს, რომ, მათი აზრით, „რეალში“ ვითარება ახლა გაუმჯობესებას დაიწყებს, რადგან ფეხბურთელებს მოუნდებათ რეაგირება მოახდინონ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე.

ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირეს სხვა წყაროებმაც, რომლებიც გუნდის რამდენიმე წევრთან ახლოს დგანან.

ზოგიერთი წყარო, რომელიც „რეალის“ გასახდელთან არის დაახლოებული, ამბობს, რომ ახლა ატმოსფერო უკეთესია — ალონსოს დროს გუნდში დაძაბულობა არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ არბელოას ხელმძღვანელობით რეალმა უკვე 4 მატჩი გამართა. ყოფილი მარჯვენა მცველის დებიუტი საშინელი იყო. ბლანკოსი სამეფო თასზე ალბასეტესთან 2:3 დამარცხდა.

ამის შემდეგ, ლევანტეს ლა ლიგის ეგიდით 2:0 აჯობა. ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბმა მონაკოს 6:1 მოუგო და ახლა უკვე ვილიარეალი 2:0 დაამარცხა. შემდეგი მატჩი რეალს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ბენფიკას წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ...“ - ხორვატები საქართველოსთან მატჩზე
„მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ...“ - ხორვატები საქართველოსთან მატჩზე