ადამიანებით ვაჭრობა - ლუკას ერნანდესს და მის მეუღლეს უჩივლეს
ლუკას ერნანდესი და მისი მეუღლე ადამიანით ვაჭრობასა და უკანონო საქმიანობის ორგანიზებაში არიან დადანაშაულებულნი.
პარი სენ ჟერმენის უკანახაზელს კოლუმბიური ოჯახი უჩივის. აღნიშნული ოჯახის წევრები ერნანდესთან მუშაობდნენ.
კოლუმბიელებმა განაცხადეს, რომ წყვილი მათ 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე ამუშავებდა სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე და სამუშაო საათები დადგენილ ნორმებს მნიშვნელოვნად სცდებოდა.
საჩივარში ასევე წერია, რომ ოჯახის თითოეული წევრი კვირაში 72-დან 84 საათამდე დასაქმების ოფიციალური კონტრაქტის გარეშე მუშაობდა.
ცნობილი ხდება, რომ ოჯახმა ვერსალის პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა და გამოძება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აღნიშნული ოჯახი შეადგენს ცოლ-ქმარსა და 3 შვილს. ისინი სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ, მათ შორის დაცვის სამსახური, დამლაგებელი, მზარეული და ძიძა.
????????| BREAKING: Lucas Hernandez and his wife have been accused of human trafficking and hidden labour.
— CentreGoals. (@centregoals) January 21, 2026
A Colombian family has accused that the couple made them work from September 2024 to November 2025 without a legal framework and with extremely long working hours.
Each… pic.twitter.com/jPFfm5blGF