ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„მინდა, რეალში კიდევ დიდხანს დავრჩე“ - ვინისიუსს წასვლა არ სურს

ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (6:1) მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ კლუბის დატოვება არ სურს და აპირებს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კიდევ არაერთი სეზონი გაატაროს.

„მინდა, „რეალში“ კიდევ დიდხანს დავრჩე. ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ვარ, თუმცა არ მინდა, რომ ეს მოედნის მიღმა მომხდარ რამეს უკავშირდებოდეს. მინდა, ხალხმა ჩემზე იმიტომ ისაუბროს, რომ ამ კლუბს ბევრი რამე მივეცი.

ყოველ მატჩში 100% უნდა გავიღო. ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა და ვცდილობ, სამაგიერო გადავუხადო. მატჩი კარგი კონცენტრაციით დავიწყეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და შეტევის მიმართულებას ერთი ფლანგიდან მეორეზე სწრაფად ვცვლიდით. ასეთ დროს ბურთს ხშირად ვიღებ და ეს ძალიან მომწონს“.

ცნობისთვის, „მონაკოსთან“ მატჩში ვინისიუსმა 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. 7 მატჩის შემდეგ „ბლანკოსი“ 15 ქულით მეორე ადგილზეა და დასკვნით ტურში „ბენფიკას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა“ - არბელოა ლევანტეს დამარცხების შემდეგ
“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა“ - არბელოა ლევანტეს დამარცხების შემდეგ