დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

სკანდალი გრძელდება - ბრუკლინ ბექჰემმა ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა შვილმა, ბრუკლინ ბექჰემმა გადაწყვიტა წერტილი დაუსვას ბოლო თვეებში გავრცელებულ ჭორებს და სოციალურ ქსელში ვრცელი, სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა.

მან პირდაპირ განაცხადა, რომ შერიგებას არ აპირებს და გრძნობს, რომ მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს მის მცდელობას, შეექმნა პირადი ცხოვრება და შეენარჩუნებინა შინაგანი სიმშვიდე.

პირიქით, ბრუკლინი მშობლებს ტოტალურ კონტროლსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

„წლების განმავლობაში ვდუმდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირად სივრცეში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი აგრძელებდნენ პრესასთან ურთიერთობას და სხვა გზა არ დამიტოვეს, გარდა სიმართლის თქმისა — თუნდაც იმ სიცრუის ნაწილზე, რაც გამოქვეყნდა“, — აცხადებს ბრუკლინი.

მისივე თქმით, მშობლები წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ ქორწილამდე, ცდილობდნენ შვილის ურთიერთობების დანგრევას და ეს არც შემდეგ შეწყვეტილა.

ამასთან, ბრუკლინმა დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ ვიქტორიამ ნიკოლა ქორწილში აატირა:

„დედაჩემმა ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი ცეკვა ჩაშალა — ის, რომელიც წინასწარ, რომანტიკულ სიმღერაზე გვქონდა დაგეგმილი. სცენაზე იმ მომენტში მიმიწვიეს, როცა სცენარის მიხედვით ცოლთან უნდა მეცეკვა, მაგრამ იქ დედა დამხვდა. ის შეუფერებლად იქცეოდა. ცხოვრებაში ასეთი დამცირებული არასდროს ვყოფილვარ“.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ გამოტოვეს დევიდ ბექჰემის იუბილე:

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჩავფრინდით ლონდონში მამაჩემის დაბადების დღეზე და მთელი კვირა სასტუმროში ველოდით მასთან დროის გატარებას. ის უარს ამბობდა შეხვედრაზე, თუ ეს არ იყო მასშტაბური წვეულება ასობით სტუმრითა და კამერებით. როდესაც ბოლოს მაინც დამთანხმდა ნახვაზე, მისი პირობა იყო, რომ ნიკოლა არ დამეპატიჟებინა“, - აცახადებს ბრუკლინ ბექჰემი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუკლინმა ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა და ისინი საჯაროდ გააფრთხილა, რომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპის განცხადებით, არ აპირებს სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
კლოპის განცხადებით, არ აპირებს სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს