ბექა მიქელთაძე
Aa
Aa

კორეაში დაბრუნდა | მიქელთაძის ახალი კლუბი ცნობილია

ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე სამხრეთ კორეაში დაბრუნდა, რანგით მეორე ლიგის, K ლიგა 2-ის გიმჰეში ითამაშებს. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა კლუბი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბექა 2026 წლის სეზონს მათ რიგებში გაატარებს. შესაძლოა, კონტრაქტი 1-წლიანია.

2025 წლის სეზონში გიმჰე რანგით მესამე ლიგის, K ლიგა 3-ის ჩემპიონი გახდა და მეორე ლიგაში აღზევდა.

მიქელთაძეს K ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება აქვს, 2023-24 წლებში გვანჯუს რიგებში 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

28 წლის ფორვარდს, რომელმაც კარიერის საუკეთესო ეტაპი ავსტრალიურ ნიუკასლში გაატარა, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რედნაპი: ქინქლაძე სტადიონს მუხტავდა, თუმცა უბურთოდ ვერ ბრწყინავდა
რედნაპი: ქინქლაძე სტადიონს მუხტავდა, თუმცა უბურთოდ ვერ ბრწყინავდა