ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“საკვანძო მომენტები ვერ გამოვიყენეთ“ - მარსელინო ბეტისთან მარცხის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბეტისს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.

მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.

მარსელინო:

„ვფიქრობ, დაძაბული მატჩი იყო და შედეგი მცირე დეტალებმა განაპირობა. პირველ ტაიმში ორი საკვანძო მომენტი გვქონდა და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ გოლი აქეთ გავუშვით. ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ შეცდომა დავუშვით და 10 ფეხბურთელით დავრჩით. შემდეგ მათ მეორე გოლი გაიტანეს და ყველაფერი დასრულდა.

თამაში განმეორებით არ მინახავს და ვერ გეტყვით ეკუთვნოდა, თუ არა კომესანიას წითელი ბარათი, მაგრამ იმ ეპიზოდში ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მსაჯსაც თავისი შეხედულებები აქვს. ერთ მომენტში მოთამაშეს იდაყვით ცხვირი გაუტეხეს და ჯარიმადაც კი არ შეფასდა.. ერთადერთი იმის თქმა მსურს, რომ უკვე მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მნიშვნელოვან მატჩებში 10 ფეხბურთელით ვრჩებით.

თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქე ბევრ შანსს ვერ ქმნიდა, ბეტისს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. მათ გამარჯვებას ვულოცავ. როდესაც მოწინააღმდეგე მაღალ პრესინგს გეთამაშება, მოკლე პასების დროს ზუსტი უნდა იყო. ამ კომპონენტში გაუმჯობესება გვჭირდებოდა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვილიარეალს 41 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძემ ასისტი მიითვალა - ფროზინონე მონცას დაუზავდა
კვერნაძემ ასისტი მიითვალა - ფროზინონე მონცას დაუზავდა