როი კინი
Aa
Aa

„ირონიული და სასაცილოა“ - კინი ევანსის დანიშვნამ აღაშფოთა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ წლევანდელი სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი მოამზადებს, რასაც როგორც გულშემატკივრებში, ასევე ვეტერან ფეხბურთელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კიდევ უფრო დიდი გაოცება კი მის ასისტენტად ჯონი ევანსის დანიშვნამ გამოიწვია, რომელსაც აქამდე ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. სწორედ ამან აღაშფოთა „ალისფერი ეშმაკების“ ირლანდიელი ლეგენდა როი კინი და ჩრდილოეთ ირლანდიელი საჯაროდ გააკრიტიკა.

როი კინი

ღმერთო ჩემო, რა უნდა ჯონი ევანსს „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბში? ის ხომ სულ რაღაც 4-5 კვირის წინ ოფისში იჯდა და კლუბის კარიერული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გასაგებია, მივხვდი - ბარბადოსზე გადაღებული ფოტოები ვნახე, სადაც ის კერიკთან ერთად ისვენებდა და ალბათ ეს დაუფასეს. სასაცილოსთან ერთად ირონიულია ეს ყველაფერი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როდესაც რუბენ ამორიმს კარისკენ მიუთითეს. მართალია იწერებოდა, რომ მის ნაცვლად ოლე გუნარ სულშერი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაიკლ კერიკზე შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულშერი რამ გაახსენათ, ზაფხულამდე მოიცადონ“ - შირერი ნორვეგიელის წინააღმდეგია
„სულშერი რამ გაახსენათ, ზაფხულამდე მოიცადონ“ - შირერი ნორვეგიელის წინააღმდეგია