გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

„ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ“ - რასინგის მწვრთნელი ახალწვეულებზე

სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ გუნდის ახალწვეულებზე, მათ შორის გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა.

„ახალწვეულები სწრაფად გადიან ადაპტაციას, იმიტომ რომ უწევთ მოედანზე გასვლა და ჯერჯერობით ნაკლები დრო გვრჩება სავარჯიშოდ. პირველ რიგში, მინდა მოთმინება გთხოვოთ - ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ.

ახალწვეულები გუნდთან შეთამაშების პროცესს გადიან, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ისინი აუცილებლად მოგვიტანენ სარგებელს და გააძლიერებენ კონკურენციას საკუთარ პოზიციებზე“.

ცნობისთვის, გულიაშვილმა სადებიუტო მატჩი სამეფო თასზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარა. „რასინგი“ „ბლაუგრანასთან“ 0:2 დამარცხდა.

მომდევნო მატჩს „რასინგი“ 18 იანვარს, ლა ლიგა 2-ში საკუთარ მოედანზე „ლას პალმასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები | ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები | ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს