ისევ ვერ ითამაშებს - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ზივზივაძეზე ილაპარაკა
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ მომდევნო შეხვედრა „ვოლფსბურგთან“ ელის. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა ქართველ ფეხბურთელზე ილაპარაკა.
ბუდუმ მუხლის ტრავმა 22 ნოემბერს, „ბორუსია მიონხენგლადბახთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
„ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მუხლის ტრავმის გამო ის ჯერ კიდევ ვერ განიხილება სათამაშო კანდიდატად. ცოტა ხნის წინ მან კვლავ გაიკეთა მრტ კვლევა. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ის უკვე კვირებია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, გარდა ამისა, ბოლო დროს ავადმყოფობდა კიდეც. ასე რომ, კიდევ ცოტა მოთმინება დაგვჭირდება“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში, ბუდუს გუნდი ბოლო ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაშია.
გეტყვით ასევე, რომ ქართველი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2025 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.