„ხასიათი და ტექნიკა აქვს“ | ნაპოლის ჩაკვეტაძე ურჩიეს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა „ნაპოლის“ საინტერესო სტატია მიუძღვნა. Transfermarkt-მა „პარტენოპეის“ შვიდი ტრანსფერი შესთავაზა, რომელთა დახურვაც იანვარშია შესაძლებელი, და ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება გახლავთ.
„საქართველოს ხსენება ნეაპოლელი ქომაგების გულებს აჩქარებს. რა მოხდება, მათ რომ სცადონ და კიდევ ერთხელ განიცადონ ემოციები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობამ მოუტანათ? ოღონდ ამჯერად, არა კვარასთან, არამედ მის თანამემამულესთან.
ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამდე ჯვაროსნების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ. გენტში ყოფნისას, მას საფეხბურთო ელიტაში შესვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ იმავე დონეზე აღარ დაბრუნებულა.
ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძემ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა, მაგრამ ფეხი ვერსად მოიკიდა. საბოლოოდ, უოტფორდში გადავიდა და მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. შანსი ნაპოლისთვის? მას აქვს ხასიათი და ტექნიკა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გრძელვადიან პერსპექტივას არ ეძებთ. იგივეა, რაც ნოა ოკაფორის ტრანსფერი.“
საინტერესოა, რომ ჩაკვეტაძის გარდა Transfermarkt-მა „ნაპოლის“ რუბენ ვარგასის, ვილიოტ სვედბერგის, დევიდ ბრუქსის, ადემოლა ლუკმანის, კეიტო ნაკამურასა და სერჟ გნაბრის ტრანსფერები ურჩია.