„გაშვებული გოლის ეპიზოდში ვერაფერს იზამდა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე
„ლივერპულმა“ ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ბარნსლის“ მოუგო (4:1), გიორგი მამარდაშვილი კი 9 ნოემბერის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა.
ინგლისურმა პრესამ ქართველი მეკარის თამაში ასე შეაფასა:
This is Anfield (6): რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა და კარგი მოგერიება ჰქონდა, მაგრამ გაშვებული გოლის ეპიზოდში აბსოლუტურად ვერაფერს იზამდა. პასების ეფექტურობის მხრივ წინა მატჩებთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა.
Liverpool.com (7): თასზე თამაში ქართველის უფლებაა და რამდენიმე ეპიზოდში გუნდს მისი დახმარება დასჭირდა. მამარდაშვილის რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, ფეხებით თამაშის მხრივაც კარგი მატჩი ჩაატარა.
Express (6): კარგად ითამაშა ჯონათან ბლენდის და დევის კეილორ-დანის დარტყმების ეპიზოდებში. ვერაფერს იზამდა გოლის ეპიზოდში, მის კარში კი მეტი დარტყმა არ ყოფილა.
LFC Globe (7): პირველ ტაიმში ორი კარგი მოგერიება ჰქონდა. „ბარნსლის“ გოლში ბრალი არ მიუძღვის.
Liverpool Echo (6): პირველ ტაიმში ბლენდის დარტყმა მოიგერია, მეორე ტაიმში კი საქმე არ ჰქონია.
Goal.com (6): საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯონათან ბლენდის დარტყმა მოიგერია, თუმცა ფლანგიდან ჩაწოდებების დროს დამაჯერებელი არ ჩანდა.
ცნობისთვის, ასოციაციის თასის მეოთხე წრეში „ლივერპული“ „ენფილდზე“ „ბრაიტონს“ მიიღებს. მატჩი 14-16 თებერვლის პერიოდში გაიმართება.