მანჩესტერ იუნაიტედს დროებით მაიკლ კერიკი ჩაიბარებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი მაიკლ კერიკი ხდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი იყო.
ცნობილი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, კერიკს უახლოეს პერიოდში დანიშნავენ - ის გუნდის ხელმძღვანელობას 17 იანვარს, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეძლებს.
მოსალოდნელია, რომ „წითელი ეშმაკები“ ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად უახლოესი ორი დღის განმავლობაში გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს: 21 ტურის შემდეგ, გუნდს 32 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა 5 იანვარს, რუბენ ამორიმი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.