ჩაბი ალონსო
Aa
Aa

დიდი სხვაობით არწაგების გამო - ალონსოს კლასიკოში მარცხი აპატიეს

ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონასთან“ (2:3) განცდილი მარცხის მიუხედავად, ჩაბი ალონსოს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლება არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს, რომლის ჟურნალისტიც სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელები ბასკი სპეციალისტის გაშვების ვარიანტს მხოლოდ კატალონიელებთან დიდი სხვაობით მარცხის შემთხვევაში განიხილავდნენ.

თუ ფლორენტინო პერესი და კლუბის აქციონერები ალონსოს მუშაობით კმაყოფილები არიან, იგივეს ვერ ვიტყვით ზოგიერთ ფეხბურთელზე, რომლებმაც ჩაბისთან საერთო ენა ვერ გამონახეს  და მის ტაქტიკურ იდეებსაც ალღოს ვერ უღებენ. იმავე Athletic-ის ცნობით, ამგვარ განწყობაზე „რეალის“ საკმაოდ ბევრი მოთამაშეა, რაც კლუბში შექმნილ ისედაც არაჯანსაღ ატმოსფეროს კიდევ უფრო აუარესებს. გავრცელებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთება ალონსოს სამწვრთნელო შტაბიდან მისმა ერთ-ერთმა ასისტენტმა ითავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუმჯობესებელია, ხოლო გუნდის შედეგები ტრავმირებული წამყვანი მოთამაშეების დაბრუნების შემდეგ გაუმჯობესდება.

ცნობისათვის, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 35 მატჩიდან „რეალმა“ 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 7 წააგო, ბურთების შეფარდება 74:41-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ