ლაპორტა: ფლიკი დიდებული მწვრთნელია, ის ბარსაში ბევრი წელი დარჩება
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკსა და მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ბლაუგრანამ“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო - კატალონიურმა გუნდმა ფინალში მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
„ფლიკი „ბარსაში“ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება. ჩვენ დიდებული მწვრთნელი გვყავს, რომელსაც ქალაქთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს. მასთან კონტრაქტი სუფთა გულით გაფორმდა“, – განაცხადა ლაპორტამ.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა მეკარეზეც ისაუბრა:
„ტერ შტეგენი თავს შესანიშნავად წარმოაჩენს. ჩვენ გვყავს მეკარე, მაგრამ თუ მარკ-ანდრე აქ ბედნიერი იქნება, ის ჩვენთან დარჩება“.
33 წლის გოლკიპერს ამ სეზონში ლა ლიგის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერ შტეგენი, შესაძლოა, იჯარის წესით „ჟირონაში“ გადავიდეს.