„მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით“ - ფლიკი რეალზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა სუპერთასის ფინალის წინ გამართულ პრესკნფერენციაზე მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ფლიკმა:
„ეს კლასიკო“ გველოდება და მინდა ისეთივე ფეხბურთი ვიხილო, როგორც „ბილბაოსთან“ მატჩში. გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენონ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც „რეალის“ წინააღმდეგ თამაში. არ მიყვარს ფავორიტობაზე საუბარი. გვინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს თამაში, დავბრუნდებით ესპანეთში და სხვა მიზნების მიღწევაზე ვიმუშავებთ.
„რეალი“ ფანტასტიკური გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა მე ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული, იმიტომ რომ ტიტულის მოგება გვინდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე ითამაშებს.
მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. მან უამრავი გოლი გაიტანა და სივრცეს ფენომენალურად იყენებს. როგორ დავიცავთ თავს მის წინააღმდეგ? რამდენი „კლასიკო“ ვითამაშეთ ბოლო წელიწად-ნახევარში და რამდენი წავაგეთ? მხოლოდ ერთი, სწორედ ესაა ჩემი პასუხი. ჩვენ საკუთარი ფილოსოფია გვაქვს, რომელშიც მცირე ცვლილებები ყოველთვის შეგვაქვს, თუმცა კონკრეტულად მბაპეს გამო ამას არ გავაკეთებთ“.
ცნობისთვის, ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.