არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: საჩემპიონო რბოლა ბოლოა, რაზეც ახლა ლივერპულმა უნდა იფიქროს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს „არსენალთან“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

დღეს, პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ფარგლებში, „ლივერპული“ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდება. მიკელ არტეტას გუნდი სატურნირო ცხრილს 48 ქულით ლიდერობს, მერსისაიდელები კი მეოთხე ადგილზე არიან და მეტოქეს 14 ქულით ჩამორჩებიან.

„ყოველთვის უსიამოვნოა იმის თქმა, რომ საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია – ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, საჩემპიონო რბოლა ბოლოა, რაზეც ამ მომენტში უნდა ვისაუბროთ. ვიცით, რომ ცხრილში ჩვენი მდგომარეობის გამო, „არსენალთან“ ტიტულისთვის კონკურენცია ძალიან რთულია. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია პირველ ოთხეულში ან ხუთეულში მოხვედრაზე, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ასევე ყველაფერ დანარჩენზე, რისთვისაც ჯერ კიდევ შეგვიძლია ბრძოლა – ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი. თუ მოხდება რაიმე მოულოდნელი, რაც, ალბათ, მანამდე არასდროს მომხდარა, ვეცდებით ამისთვის მზად ვიყოთ. თუმცა, „არსენალთან“ მატჩს საჩემპიონო რბოლაზე ფიქრით არ ვხვდები. ჩვენ „არსენალთან“ მივდივართ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების იმედით“, – განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და არსენალის“ დაპირისპირება „ემირეითს სთედიუმზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსამ ბილბაო გაანადგურა და სუპერ თასის ფინალში რეალს ელოდება
ბარსამ ბილბაო გაანადგურა და სუპერ თასის ფინალში რეალს ელოდება