არნე სლოტი
Aa
Aa

„ჩვენი შემადგენლობით ბედნიერი ვარ“ | არნე სლოტის პრესკონფერენცია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „წითლების“ მომდევნო მეტოქე პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი, „არსენალია“, და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„არსენალთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. პრემიერ ლიგაში დასრულებული არაფერია, ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში კი სწორედ არსენალის დონის გუნდებს ხვდები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა დონეზე ვიმყოფებით. არსენალი ძალიან კარგი გუნდია და უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე ახლო წარსულში.

არსენალის ძლიერი მხარეები? მათ ბევრი ძლიერი მხარე აქვთ და ალბათ, მთავარი სწორედ ეს არის. არსენალს სუსტი მხარეები პრაქტიკულად არ აქვს. გოლს თითქმის არ უშვებენ, სტანდარტულებისას კარგად გამოიყურებიან, თამაშიდანაც ეფექტურად მოქმედებენ, შეტევებს ჩინებულად იწყებენ, გრძელ პასებს ზუსტად და ხარისხიანად ასრულებენ და ა.შ. არსენალი სრული პაკეტია და პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებს.

ლივერპულის შემადგენლობა? ბედნიერი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს. ზაფხულში და უფრო ადრე განხორციელებული ტრანსფერები კლუბის ხელმძღვანელობის ხედვებს ემთხვევა. თუ ტრავმირებული არავინაა, ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. საფეხბურთო სამყაროში არსებობს ნარატივი, რომ დახარჯული თანხის შესაბამისი გაძლიერება არ მიგვიღია. ვფიქრობ, ახლა პირველად დგას მომენტი, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები მოვიყვანეთ. წინა და იმის წინა მატჩებში მქონდა საშუალება, სათადარიგოთა სკამიდან გუნდის თამაშზე გავლენა მომეხდინა. ძირითად შემადგენლობაშიც ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს და როცა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია, ძლიერი გუნდი ვართ. კარგ მდგომარეობაში ვართ და ეს ეხება როგორც აწმყოს, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას.“

ცნობისთვის, „ლივერპულს“ 34 ქულა აქვს და „არსენალს“ 14 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების დაპირისპირება „ემირეითს სთედიუმზე“ გაიმართება და 8 იანვარს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი