თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და გამარჯვებისკენ გზა გაკვალა | შენგელიას ბრწყინვალე თამაში

ევროლიგის მე-20 ტურში „ბარსელონამ’’ თელ-ავივის „მაქაბი’’ 93:83 დაამარცხა. ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა, ქართველი კალათბურთელი „ბარსელონას’’ 22 ქულით დაეხმარა. პარკეტზე გატარებულ 25:12 წუთში 22 ქულის გარდა 2 მოხსნა და 4 პასი შეასრულა.

ესპანურმა Sport-მა ამ მატჩის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სტატიიდან იმ ნაწყვეტს გთავაზობთ, რომელიც შენგელიას ეხება:

„ბარსელონას“ შემადგენლობა ტრავმებისა და გრიპის გამო დასუსტებული იყო, სწორედ აქ გამოჩნდა თორნიკე შენგელია. კოჭის ტრავმისგან თითქმის სრულად გამოჯანმრთელებულმა ქართველმა საკუთარი უნარები და გუნდისთვის მნიშვნელობა სრულად წარმოაჩინა:

  • მან ჩააგდო მნიშვნელოვანი სამქულიანი.

  • შეასრულა ეფექტური „2+1“ (გათამაშება).

  • ბრწყინვალედ კითხულობდა თამაშს და მესამე მეოთხედის ბოლოს გუნდი 77-63 დააწინაურა.

მეოთხე მეოთხედში ქაოტური მსაჯობისა და „მაკაბის“ გააქტიურების გამო სხვაობა კრიტიკულ 5 ქულამდე შემცირდა (77-72). ამ გადამწყვეტ მომენტში შენგელიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ზედიზედ 4 საჯარიმო ჩააგდო და გამარჯვებისკენ გზა გაკვალა''.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ’’ 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან 13 მოიგო, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ევროლიგაში მომდევნო მატჩს შინ, 9 იანვარს „პარტიზანთან’’ გამართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით სპორტის სათამაშო სახეობებში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად თორნიკე შენგელია დასახელდა. ამასთან დაკავშირებით კალათბურთელმა Instagram-ში დაწერა:

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენასა და შეფასებაში სპორტული შეჯიბრებების სახეობებში. ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივია და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს წარდგენისთვის. ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული და ემოციური მომენტი იყო, რომ სწორედ ის ადამიანი გადმომცემდა ამ ჯილდოს — ლეგენდა, რომლის მიღწევები და პიროვნება მრავალი თაობისთვის შთაგონების წყაროა. ეს ფაქტი ამ ჯილდოს ჩემთვის კიდევ უფრო ფასეულს ხდის. მადლობა ღმერთს!! ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვერდით მიდგას. ეს წარმატება ჩვენ ყველას გვეკუთვნის.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | ტორონტომ ატლანტა 17 ქულით დაამარცხა
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | ტორონტომ ატლანტა 17 ქულით დაამარცხა