სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„კარგად თამაშობს“ | ტორონტოს მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა

„ტორონტო რეპტორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დარკო რაიაკოვიჩმა, სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „ატლანტა ჰოუქსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ რაიაკოვიჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ქართველი კალათბურთელი შეაქო.

— ჩაგდებული სროლების მხრივ, სანდროს ჩავარდნა აქვს, მაგრამ რამდენჯერმე სწრაფ შეტევაში კარგად გადავიდა, ფლეიმეიქერის ფუნქციებიც შეითავსა და ეფექტურად შეუტია. აღწერს ეს ფაქტი იმას, თუ რამდენად დიდი შეტევითი არსენალი აქვს მას?

„არ ვფიქრობ, რომ მამუკელაშვილს რაიმე ჩავარდნა აქვს. სანდრო ხელსაყრელ სიტუაციებში რჩება და სწორ მომენტებში ისვრის. არ ცდილობს, რაღაც ძალით გააკეთოს, და ჩვენ მისი ბოლომდე გვჯერა. სანდრო მხოლოდ მსროლელი არ არის და გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. მისი უნარი, რომ ბურთი გაათამაშოს, სამწამიანს შეუტიოს და თანაგუნდელები ხელსაყრელ სიტუაციებში დატოვოს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. სანდროს მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა — 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მამუკელაშვილი კარგ თამაშს განაგრძობს.“

ცნობისთვის, „ატლანტასთან“ მატჩში „მამუმ“ პარკეტზე 22 წუთი და 32 წამი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო; ექვსივე მოხსნა საკუთარ ფარზე ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა 12 ქულა ჩააგდო | ტორონტოს ზედიზედ მეორე გამარჯვება
მამუკელაშვილმა 12 ქულა ჩააგდო | ტორონტოს ზედიზედ მეორე გამარჯვება