გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდისა და ჰალ სიტის მატჩი გადაიდო

დიდ ბრიტანეთში მოსულმა დიდთოვლობამ და ყინვამ დღევანდელი საფეხბურთო კალენდარი მნიშვნელოვნად შეაფერხა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდისა“ და „ჰალ სიტის“ შეხვედრა გადაიდო.

გადაწყვეტილების მიზეზი მოთამაშეთა უსაფრთხოება გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყინვამ მინდვრის საფარის მოყინვა გამოიწვია, რის გამოც ფეხბურთელების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. მართალია, ორგანიზატორებმა მინდვრის სათამაშო მდგომარეობაში მოყვანა შეძლეს, თუმცა მოედნის მიღმა არსებული ზონები კვლავ გაყინული დარჩა. ეს ტრავმის მაღალ რისკს ქმნიდა, რის გამოც მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, „უოტფორდმა“ განცხადება გაავრცელა და თამაშის გადადების გამო უკმაყოფილება გამოხატა:

„მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა უსაფრთხოება უპირატესია, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მატჩის გადადების გამო, რადგან სათამაშოდ მზად ვიყავით. მატჩის დაწყებამდე ასე ცოტა ხნით ადრე შეხვედრის გაუქმება დასანანია და ჩვენ სრულად ვიზიარებთ გულშემატკივრების უკმაყოფილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღევანდელ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობას ისედაც არ იღებდა. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ, განაცხადა, რომ ტრავმიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნებული ჩაკვეტაძის მდგომარეობით გარისკვა არ სურდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ მოსალოდნელი ყინვა იყო.

საგულისხმოა, რომ უამინდობის გამო ინგლისის ჩემპიონშიპის კიდევ რამდენიმე შეხვედრა გადაიდო, თუმცა პრემიერ ლიგის მატჩები ჩვეულებრივ, დაგეგმილ დროს ჩატარდება. გამონაკლისია „ფულემისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება — ცნობილი გახდა, რომ ეს მატჩი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყება, თუმცა ამის მიზეზი ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივრის შეუძლოდ გახდომაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ჰალ სიტისთან არ ითამაშებს - უოტფორდის მწვრთნელმა მიზეზი დაასახელა
ჩაკვეტაძე ჰალ სიტისთან არ ითამაშებს - უოტფორდის მწვრთნელმა მიზეზი დაასახელა